
საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2007 წელს დაფუძნდა სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, რომელიც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში პირველთაგანია, სადაც ხორციელდება ერთდროულად აკადემიური და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. რეგიონში ერთადერთი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება წარმოადგენს ძლიერ საგანმანათლებლო სასწავლო სამეცნიერო ცენტრს, რომელიც არის ხარისხიანი განათლებისა და მაღალი კულტურული აზროვნების ფორმირების გარანტი.
სასწავლო უნივერსიტეტი განთავსებულია ორ იურიდიულ მისამართზე: ზუგდიდსა (ჯანაშიას #14) და სენაკში (მშვიდობის #192).
სასწავლო უნივერსიტეტის საქმიანობას წარმართავს: მართვის ორგანოები, აკადემიური, ადმინისტრაციული, მოწვეული, დამხმარე და სხვა პერსონალი. სასწავლო უნივერსიტეტში შექმნილია თანაბარი სასწავლო გარემო პროფესიული და უმაღლესი განათლების მისაღებად. უნივერსიტეტის სტრატეგიული მიმართულება, პრიორიტეტი და ხედვაა უწყვეტი განათლების ხელშეწყობა.
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მისიაა:
- ცვალებადი შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით შექმნას სტუდენტის, პერსონალის, სხვა დაინტერესებული პირის კმაყოფილებაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო და დასაქმების გარემო, დასაქმებაზე, სწავლისა და კვლევის ინტეგრირებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამები, კვლევისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშემწყობი პროექტები, მოკლევადიანი მომზადება/გადამზადების კურსები.
- დემოკრატიული და ჰუმანიზმის იდეალებზე, პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი და პროფესიული განათლების მქონე, კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური კადრის, საზოგადოების აქტიური წევრის, მომზადება/გადამზადება/მოზიდვა.
- ინსპირირება გაუკეთოს ოპტიმიზმისა და მომავლის რწმენის ჩამოყალიბებას, მუდმივად უზრუნველყოს ხარისხი, შექმნას ეფექტური, მოქნილი და სწრაფად განვითარებადი სასწავლებელი, რომელიც შეძლებს დადებითი ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოების, ბიზნესის, სახელმწიფოს განვითარებასა და კეთილდღეობაზე. გახდეს განათლების სფეროში რეგიონული ცენტრი.
უწყვეტი განათლების ცენტრის სტრუქტურული ერთეულის დანიშნულებაა საუნივერსიტეტო და ფართო საზოგადოებას საშუალება მისცეს გამოიყენოს სასწავლო უნივერსიტეტის რესურსები და გამოცდილება პროფესიული და პიროვნული განვითარებისათვის, კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, ახალი პროფესიული უნარების შეძენისათვის ასაკის შეუზღუდავად.
ცენტრი მოიცავს შემდეგ მომსახურებებს:
- კარიერის დაგეგმვის კურსები – კარიერის განვითარების ცენტრი
- უცხო ენის კურსები – უცხო ენათა შემსწავლელი ცენტრი
- საკონსულტაციო მომსახურებები სოფლის მეურნეობის მიმართულებით – ექსტენციის ცენტრი
- მოკლევადიანი მომზადების/გადამზადების პროგრამები/კურსები
- სამართლებრივი საკითხები-იურიდიული კლინიკა
- პერსონალის პროფესიული განვითარების ტრენინგკურსები
- “ბავშვის უფლებების” ტრენინგკურსები – ბავშვთა უფლებათა ცოდნის ცენტრი და სხვა.