პროექტით ითვალისწინებს შემდეგ აქტივობებს:
- ცოდნის ცენტრის დაგეგმვა და დაარსება, რომლებიც აღჭურვილი იქნება სწავლებისა და სწავლის მდიდარი მასალით, კვლევითი რესურსებით, ლიტერატურითა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით, რაც ხელს შეუწყობს შესაძლებლობების განვითარებასა და ინოვაციური მიდგომების დანერგვას ინკლუზიური და ბავშვთა უფლებების დაცვის პრინციპებზე დაფუძნებული განათლებაში.
- ბავშვთა უფლებების ცენტრის მანდატის შემუშავება ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების დეტალური აღწერით; ბავშვთა უფლებების ცენტრის მუშაობის მონიტორინგისა და შეფასების ხედვისა და ინსტრუმენტების მომზადება უნივერსიტეტისთვის იუნისეფთან კოორდინაციით ცენტრის საქმიანობების შესაფასებლად; ცენტრის ლოგოსა და ვებგვერდის შემუშავება.
- ინკლუზიური განათლებისა და ბავშვთა უფლებების სფეროში აკადემიური პერსონალის, მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციების, მშობლებისა და სხვა დაინტერესებული პირების შესაძლებლობების განვითარების მდგრადი სისტემის შემუშავება, დანერგვა და ინსტიტუციონალიზაცია. შედეგი: ბავშვთა უფლებებისა და ინკლუზიური განათლების შესახებ დაინტერესებული მხარეების ცოდნა და ცნობიერება გაიზარდა, გაღრმავდა და მზად არის პრაქტიკაში გამოყენებისთვის.
- სატრენინგო მოდულის მომზადება:
“ბავშვის უფლებები” – სკოლამდელი განათლების მასწავლებლებისთვის.
“ბავშვის უფლებები” – ზოგადი განათლების მასწავლებლებისთვის.
“ბავშვის უფლებები” – სკოლის მოსწავლეებისთვის.
“ბავშვის უფლებები” – ადგილობრივი თვითმმართველობისთვის. - ღია ლექციებისა და პანელური დისკუსიების ჩატარება ბავშვთა უფლებებისა და ინკლუზიური განათლების სხვადასხვა თემაზე მასწავლებლებთან და მშობლებთან.
- ბავშვის უფლებების ცენტრისთვის ლიტერატურის შეძენა.
- ბავშვთა უფლებებზე საინფორმაციო ბუკლეტის მომზადება, ბეჭდვა და გავრცელება მშობლებთან, მუნიციპალიტეტში, მასწავლებლებთან.
- სასკოლო პროექტები ბავშვის უფლებებზე და ინკლუზიურ განათლებაზე.