Skip to content

უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებების ცენტრი დაფუძნდა ინკლუზიური და ბავშვთა უფლებებზე ორიენტირებული ცოდნის, დამოკიდებულებებისა და პრაქტიკის დასანერგად

მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთა უფლებების აღნიშნული ცენტრი სამეგრელოში პირველია, მისი ფუნქციონირება ხელს შეუწყობს სამეგრელოში სხვადასხვა დარგის სპეციალისტების, აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მასწავლებლების, მშობლებისა და ბავშვების ცნობიერების ამაღლებასა და მათ ინფორმირებას ბავშვთა უფლებების შესახებ.

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი 2021 წლის 17 აგვისტოს მოაწერეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა.

გაეროს ბავშვთა ფონდის პროგრამის მიზანია საქართველოს უნივერსიტეტებში ბავშვთა უფლებების კულტურისა და ადამიანური რესურსების გაძლიერება, რათა მათ შეძლონ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისთვის ბავშვთა უფლებების კურსების შემუშავება მომავალი მასწავლებლების, განათლების ადმინისტრატორების, იურისტებისა და სხვა პროფესიის წარმომადგენლების მოსამზადებლად.