
2021 წლის 20 ივლისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:
- ბავშვთა უფლებების რეალიზების ხელშეწყობა და დაცვა უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებების ცენტრის დაფუძნებისა და გაძლიერების გზით.
- ითანამშრომლებენ ბავშვთა უფლებებისა და ინკლუზიური განათლების მიმართულებით ცოდნის შექმნისა და გავრცელების აქტივობებში.
- ხელს შეუწყობენ გააძლიერონ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, სტუდენტების, მასწავლებლების, სკოლების ადმინისტრაციებისა და მშობლების შესაძლებლობები ბავშვთა უფლებების პრინციპების ეფექტიანად დასანერგად საქართველოში.
2021 წლის 17 აგვისტოს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდს შორის ხელი მოეწერა საპროექტო წინადადებას ,,შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებების ცენტრის ცოდნის ცენტრად დაფუძნება ინკლუზიური და ბავშვთა უფლებებზე ორიენტირებული ცოდნის, დამოკიდებულებებისა და პრაქტიკის დასანერგად“.
პროექტის შედეგი:
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში შეიქმნა ცოდნის ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს ცოდნის გავრცელებას და ცნობიერების ამაღლებას ბავშვთა უფლებებისა და ინკლუზიური განათლების შესახებ და არის მდგრადი.