
2021 წლის 17 აგვისტოს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდს შორის ხელი მოეწერა საპროექტო წინადადებას ,,შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებების ცენტრის ცოდნის ცენტრად დაფუძნება ინკლუზიური და ბავშვთა უფლებებზე ორიენტირებული ცოდნის, დამოკიდებულებებისა და პრაქტიკის დასანერგად“.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში შემუშავდა და დამტკიცდა ბავშვის უფლებათა ცოდნის ცეტნრის დებულება და შეიქმნა ცენტრის ლოგო.