Skip to content

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდთან პარტნიორობით აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე „ბავშვთა უფლებები ზოგად განათლებაში“

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა და აღინიშნება ყოველწლიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის. კონკურსის მიზანია,  ხელი შეუწყოს აკადემიურ დისკუსიასა და ცოდნის გაზიარებას ზოგადი განათლებისა და ზრუნვის ხარისხის, წვდომისა და ინკლუზიის საკითხებზე, ცნობიერების ამაღლება ზოგადი განათლების მნიშვნელობაზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს ზუგდიდის მასშტაბით, რომლებიც დაინტერესებული არიან ბავშვთა უფლებებით, იაზრებენ ბავშვთა უფლებების განათლების მნიშვნელობას და ჩართული არიან ბავშვთა უფლებების განათლების მიღებისა თუ გავრცელების პროცესში.

ნამუშევრების წარდგენის წესი: ესეს ელექტრონული ვერსია გამოგზავნილი უნდა იყოს Word-ის დოკუმენტის სახით, შემდეგ მისამართზე ronapertia@zssu.edu.ge სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს „ესეების კონკურსი“. ნაშრომის წარდგენის საბოლოო თარიღია 2022 წლის 6 მაისი.

თემატური მიმართულებები:

  1. COVID-19 პანდემიის გავლენა ზოგად განათლებაზე;
  2. ბავშვის უფლებები და ინკლუზიური განათლება;
  3. რეგულაციები, სახელმწიფო სტანდარტები ზოგადი განათლების სფეროში.

ესე უნდა პასუხობდეს კონკურსის თემებს და მომზადებული იყოს ქვემოთ მოცემული მოთხოვნების შესაბამისად (შეფასების კრიტერიუმები):

  • თემასთან შესაბამისობა;
  • ბავშვთა უფლებების საკითხების ცოდნა;
  • საკუთარი/ორიგინალური მოსაზრებების ჩამოყალიბება, ინდივიდუალური ხედვა და მოსაზრება;
  • აზრის ლაკონურად გადმოცემის უნარი;
  • ტექსტი გამართული უნდა იყოს გრამატიკულად.

კონკურსთან დაკავშირებული სხვა დეტალები:

  • ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს WORD-ის ფაილის სახით (შრიფტი – Sylfaen, შრიფტის ზომა – 11, ინტერვალი – 1.15);
  • ესეს მოცულობა – 500-1000 სიტყვამდე (2-3 გვერდი);
  • ესეში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, ასაკი, კლასი, სკოლის დასახელება, ქალაქი/სოფელი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელფოსტის მისამართი;
  • ესე, რომელიც მიღებული იქნება მითითებულ მისამართზე, აღარ დაექვემდებარება ცვლილებას ესსეს წარდგენის ბოლო ვადის შემდგომ.

ესე შეფასდება უნივერსიტეტში სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები (სამი კონკურსანტი) გამოვლინდებიან და დასაჩუქრდებიან პრიზებით პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე.

საკონტაქტო პირი:
რონა პერტია
ელ-ფოსტა: ronapertia@zssu.edu.ge
ტელ: 577 315 749